ავტორი:

"კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო, მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ?" - გიორგი ბარამიძე

"კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო, მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ?" - გიორგი ბარამიძე

კალაძე არის ერთ-ერთი შემოქმედი გახარიასთან და ახლა უკვე ღარიბაშვილთან ერთად იმ სისტემისა, რამაც მოკლა ლექსო და უნდა სცხვენოდეთ! რა მეტ სიცოცხლეზე ელაპარაკებიან ადამიანებს, სხვა რაღაც მაინც მოეფიქრებინათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, კალაძე არის „ივანიშვილის რეჟიმის გენერალური მდივანი“ და ის არის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი „დანაშაულებრივი კრიმინალური ჯგუფის, რომელმაც გაძარცვა ჩვენი ქვეყანა, რომელიც კლავს ადამიანებს“.

„კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო დღეს, „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. მე მგონია სულ მთლად სირცხვილ-ნამუსი აქვთ დაკარგული - მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, სხვა რაღაც მაინც ეთქვათ და რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ, ალბათ, სიცოცხლის ნაცვლად, იქ ბევრი შპრიცი და ნარკოტიკები და რაღაც უნდა იყოს დაწერილი თუ დახატული, ამას თუ ჰპირდება ქუჩის ყაჩაღებს და ძველბიჭებს და იმათ, რომლებსაც არანაირი იდეა არ გააჩნიათ და არაფრის დანახვა არ შეუძლიათ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და საით მიექანება ის და საერთოდ რას გვპირდებოდა ივანიშვილი და რეალურად რა მივიღეთ, რომ იტყვიან რა შევუკვეთეთ და რა ჩამომივიდაო. კალაძე არის ივანიშვილის რეჟიმის გენერალური მდივანი, მას აქვს ეს ფუნქცია და ის არ არის მხოლოდ მეურნე, ის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელია ამ დანაშაულებრივი კრიმინალური ჯგუფის, რომელმაც გაძარცვა ჩვენი ქვეყანა, რომელიც მართლა კლავს ადამიანებს, მარტო ლექსოს კი არა,“- განაცხადა ბარამიძემ.

მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მიმდინარე კონსულტაციებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს ყველასთან გარდა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და გიორგი გახარიას პარტიასთან.

„ეს კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. ის მიმდინარეობს რეალური ოპოზიცია ვინც არის, პროდასავლური ოპოზიცია, იმ პარტიათა აბსოლუტურ უმრავლესობასთან. გამონაკლისი არის გოგიტა ვაშაძის პარტია, რომელსაც თვითონ აქვს დაჩემებული, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს და რაღაც უცნაურ ფორმულად გვთავაზობს, სწორედ „დამარცხების ფორმულას“, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატურა არ უნდა იყოს. სასაცილოდ აიგდო თავი, კაცი პრემიერ-მინისტრობაზე იქაჩებოდა და 3%-ც ვერ აიღო, თავის საარჩევნო ოლქში მესამე ადგილზე გავიდა. ადამიანი, რომელიც რეალობას თვალს ვერ უსწორებს და განდიდების მანიით არის შეპყრობილი, არაა ადეკვატური. რაც შეეხება გახარიას, მასთან არც გვქონია მცდელობა რომ კონსულტაცია გვქონოდა, იმიტომ, რომ ჩვენ მას არ განვიხილავთ არც პროდასავლურ პარტიად და არც პარტიად, რომელიც განსხვავდება „ქართული ოცნებისგან““, - განაცხადა ბარამიძემ.