ავტორი:

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

ამბობენ, რომ მას აქვს განსხვავებული თვისებები და რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ, „ლამბდა“ შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლამბდა“ შტამი ჯერ მხოლოდ პერუშია გავრცელებული და მასზე კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.

"ლამბდა შტამი სულ ახალია, პერუშია ჯერ მხოლოდ. საბედნიეროდ, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან ჯერ არ გავრცელებულა. სადღაც გავრცელდა, მაგრამ არა ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ ჯერ მასზე ცნობები არ არის. რომ ნახონ, რომელი ვაქცინაა ეფექტური ლამბდაზე ან ნებისმიერი სხვა ახალ შტამზე, მინიმუმ ორი კლინიკური კვლევა უნდა ჩატარდეს... ამბობენ, რომ საშიშია, ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მალე „ინდური“, „დელტა“ შტამი დომინანტური გახდება.

"ინდური შტამი რამდენად საშიშია ვხედავთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. 2000 შემთხვევას გადავაჭარბეთ. ბავშვები ავადდებიან. ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვთა საწოლები ამდენი არასოდეს არ ყოფილა დაკავებული. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ლამის ორჯერ გაიზარდა. სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ არა პროპორციულად. სიკვდილიანობა რჩება შედარებით დაბალი. ინდური შტამი ცუდი გამოდგა, აგრესიული, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არ გამოუწვევია. ინდური შტამი დომინანტური გახდება, რა თქმა უნდა, გარდაუვალია. სადაც ფეხი შედგა ყველგან გახდა დომინანტური და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს

"თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ" - რა გართულებებს იწვევს დელტა შტამი ბავშვებში და როგორია პედიატრის რეკომენდაციები