ავტორი:

შეგიძლია გახდე ის, ვინც გინდა! - სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართულ  ახალ კამპანიას #პროფესიასარაქვსგენდერი  ქალები შეუერთდნენ

შეგიძლია გახდე ის, ვინც გინდა! - სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართულ  ახალ კამპანიას #პროფესიასარაქვსგენდერი  ქალები შეუერთდნენ

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სტერეოტიპული განსჯა ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა, ზოგჯერ, ადამიანები სამსახურის შოვნის სირთულეებს სქესის გამო მაინც აწყდებიან.

სტატისტიკის თანახმად, ამ პრობლემის წინაშე ქალები უფრო ხშირად დგებიან, ვიდრე მამაკაცები. გენდერის მიხედვით თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმს არ შეიძლება ეწოდოს ოფიციალური, მაგრამ ის ხშირად თამაშობს გადამწყვეტ როლს და სამწუხაროდ, დღესაც ხშირად გაიგონებთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „მამაკაცის პროფესია“ და „ქალის პროფესია“.

სტერეოტიპული ფაქტორები ქალთა მხრიდან პროფესიის არჩევაზეც დიდ გავლენას ახდენს. კვლევებმა და ემპირიულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ქალები ძალიან იშვიათად ირჩევენ ისეთ პროფესიას, სადაც უმეტესად მამაკაცები არიან დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროფესიები ხშირად გაცილებით შემოსავლიანი და მოთხოვნადია. თითქმის შეუძლებელია შეხვდე გოგონას, რომელიც ოცნებობდა ელექტრიკოსი, მეზღვაური, ან მეშახტე გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არიან ისეთებიც, რომლებიც ინტერესდებიან „მამაკაცის სპეციალობებით“ და რაც ყველაზე საინტერესოა, წარმატებასაც აღწევენ.

დიდ კორპორაციაში მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფი ქალი დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ისევე, როგორც ქალი ინჟინერი - სამრეწველო სექტორში. ქალები იღებენ პრესტიჟულ მათემატიკურ ჯილდოს, ხდებიან მეცნიერები, აკეთებენ აღმოჩენებს, მართავენ მიკროავტობუსებს, ყიდიან ავტონაწილებს, სამშენებლო მასალებს და შეუძლიათ პროფესიონალურად მოაგვარონ სანტექნიკაც.

ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ აქტიურად ჩაება კამპანიაში - #პროფესიასარაქვსგენდერი. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ინიციატივით ხორციელდება, „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მექანიკოსის პროფესიით დაინტერესებული ქალების მიღება გამოაცხადა.

ახალი კამპანია #პროფესიასარაქვსგენდერი არის ისეთი ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ ძლიერი ხასიათი და თანდაყოლილი უნარი, მიაღწიონ პროფესიულ წარმატებას და ავიდნენ კარიერულ კიბეზე. კამპანიის მიზანია, დაანგრიოს სტერეოტიპები და დაანახოს საზოგადოებას, რომ ხშირად, სწორედ თავად ქალებისგან მოდის დაინტერესება ისეთ მასკულინურ პროფესიაზე, როგორიც სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობაა.

ახალ კამპანიაში ქალები აქტიურად ჩაერთვნენ. პირველად საქართველოში, შეიქმნა პრეცენდენტი, როდესაც „თეგეტა აკადემიის“ მიერ ფორმირებულ ტრენინგს - „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგი“ – მამაკაცებთან ერთად ქალებიც ესწრებიან.

ქალები სწავლების ეტაპს მამაკაცებთან ერთად გადიან. „თეგეტა აკადემია“ მოხარულია ქალების მხრიდან ასეთი დაინტერესებით, რადგან მსგავსი ინიციატივა სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობის მიმართულებით საქართველოში პირველია.

რა უნდა იცოდეთ თეგეტა აკადემიის ტრენინგის შესახებ:

„სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგი“ „თეგეტა აკადემიაში“ 2 ივნისს დაიწყო და 16 ივლისს დასრულდა. აღნიშნულ ტრენინგს ჯამში 16 ადამიანი დაესწრო. მათ შორის 4 ქალი, რომლებიც აღნიშნული პროექტისთვის წინასწარ შეირჩნენ.

  • ტრენინგი იყოფა ორ ნაწილად: თეორიული (ხანგრძლივობა 1,5 თვე) და პრაქტიკული (3 თვე).

ტრენინგის მონაწილე ქალებს ავტოსფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი სურვილი გამოთქვეს, მათთვის სრულიად ახალი მიმართულებით მიეღოთ ცოდნა. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, ოთხივე ქალი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში დასაქმდა. ტრენინგის მონაწილეების წარმატება შეფასდა 100 პროცენტიანი შკალით. თეორიული კურსის დასაფარად მინუმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ყოველთვის უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების თემებს და მუდამ მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში.

R