ავტორი:

"ბევრს გაინტერესებდათ ფაიზერის ბუსტერის შესახებ" - რას წერს ანანო ბაკურაძე, რომელმაც "სინოფარმის" ორი დოზის მიღების შემდეგ "ფაიზერის" გაკეთება გადაწყვიტა

"ბევრს გაინტერესებდათ ფაიზერის ბუსტერის შესახებ" - რას წერს ანანო ბაკურაძე, რომელმაც "სინოფარმის" ორი დოზის მიღების შემდეგ "ფაიზერის" გაკეთება გადაწყვიტა

სოციალურ ქსელში ანანო ბაკურაძე ვაქცინაციასთან და ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის მიღებასთან დაკავშირებით, საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"ვიცი ბევრს გაინტერესებდათ ფაიზერის ბუსტერის შესახებ და ყველასთვის ერთ პოსტად დავწერ.მე გავიკეთე საქართველოში სინოფარმის ვაქცინის ორივე დოზა. მეორე დოზიდან გასულია უკვე თვე და ორი კვირა. საფრანგეთში ჩემმა მეგობარმა დამარეგისტრირა ფაიზერის კიდევ ერთ დოზა ვაქცინაზე, იმის გამო, რომ საფრანგეთი არ ცნობს ჯერჯერობით სინოფარმს და პირველი აგვისტოდან სადაც არ უნდა შეხვიდე, ვაქცინას გთხოვენ.

გარდა ამისა, სონოფარმზე საკმაოდ დაბალი წარმოდგენის ვიყავი და ვიფიქრე, რომ გავაძლიერებ ჩემს დაცვას. აცრის წინ, ნიცაში მაინც გავიკეთე ანტისხეულებზე ანალიზი, აღმომაჩნდა 50 მგ სისხლში 853 ანტისხეული, რაც არის საკმაოდ კარგი რაოდენობა, როგორც აქ ექიმებმა დამიდასტურეს. დღეს მივედი ვაქცინაციის საველე ცენტრში, რომელიც პარიზის მერიის წინ არის გაშლილი. ექიმს ვაჩვენე ჩემი ანალიზი, ვუთხარი, რომ ვარ ვაქცინირებული სინოფარმით და რომ მინდა ფაიზერის ერთი დოზა მეტი დაცულობისთვის.

ექიმმა გარკვევით ამიხსნა, რომ არ მჭირდება არანაირი მესამე დოზა, მაქვს საკმარისად ანტისხეულები, იმისთვის რომ თავი დაცულად ვიგრძნო. ასევე დაამატა, რომ საკმაოდ მიკვირს ჯერ კიდევ რომ არ უღიარებია საფრანგეთს ჩინური ვაქცინებიო.

არანაირი მიზეზი არ გაქვს ნერვიულობისო. სულ ეს იყო", - წერს ანანო ბაკურაძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სრულად 139 289 ადამიანია ვაქცინირებული

"სანაპირო ნაგავს მიაქვს... არავინ დამინახავს აქაურობას ასუფთავებდეს" - რა ხდება გრიგოლეთში და რას ჰყვება დამსვენებელი (ფოტოები)

საქართველოში კორონავირუსის 2 061 შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში