ავტორი:

"მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

"მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

"მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

საქმე 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც წულუკინმა "მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

როგორც "მთავარი არხის“ განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია ითხოვს მინისტრის ქმედებებზე გამოძიება დაიწყოს.

"ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი. ჩვენ, "მთავარი არხი“ და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდამრღვევი ვიცე-პრემიერის ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია“,- აღნიშნულია "მთავარი არხის“ განცხადებაში.