ავტორი:

"კადრებში ჩანს, როგორ მისდევს ჟურნალისტი 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას" - ნინო გიორგობიანი პრემიერის მშობლების სახლთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

"კადრებში ჩანს, როგორ მისდევს ჟურნალისტი 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას" - ნინო გიორგობიანი პრემიერის მშობლების სახლთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი კახეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს, რომელიც მისი ინფორმაციით, პრემიერის მშობლების სახლთან არის გადაღებული.

"დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი.

კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები- 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!" - წერს გიორგობიანი.