ავტორი:

"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?

"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?

რუსული მედია, პანდემიის პირობებში, რუსეთში ნარკომომხმარებლებისა და ნარკოტიკებით სიკვდილიანობის უპრეცედენტო ზრდაზე ლაპარაკობს. ინტერეტგამოცემა rbc.ru-ს ცნობით, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთში ნარკოტიკით სიკვდილიანობამ 60%-ით მოიმატა, რაც დანარჩენ მსოფლიოში არსებულ ვითარებას ასახავს.

"შარშან, რუსეთში ზედოზირებით 7 316 ადამიანი დაიღუპა. შარშანწინდელი მონაცემით, ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 569-ს შეადგენდა. როგორც ჩანს, ეს მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა. ამ მონაცემებს გვაწვდის რუსეთის სტატისტიკის სამსახური" - წერს გამოცემის ჟურნალისტი ივან ტკაჩევი.

მისივე ცნობით, უფრო ადრინდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ბევრად ცოტა იყო. კერძოდ 2016-დან 2018 წლამდე რუსეთში ყოველწლიურად, ნარკოტიკებით, საშუალოდ 4 400-დან 4 800-მდე ადამიანი იღუპებოდა. არანაკლებ მძიმე ვითარებაა, ალკოდამოკიდებულებში. 2020 წელს, ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემებით 50 400 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით 6,3 %-ით მეტია.

"გაეროს ორგანიზაციის სააგენტომ, რომელიც ნარკოტიკებისა და დანაშაულის საკითხებზე მუშაობს, ივნისში განაცხადა, რომ პანდემიამ მთელ მსოფლიოში გაზარდა ნარკოტიკების გამოყენების მაჩვენებელი, ნაწილობრივ ეკონომიკური სირთულეების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კოვიდ-19 სახელდება, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს, 144 691 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ექსპრეტები აცხადებენ, რომ კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ, რუსეთი ნარკოტიკებით გარდაცვალებით მოწინავე ქვეყნების სიაში შედის..." - წერს გამოცემა.

ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, პრობლემა მოიცავს, როგორც ვენურ ნარკოტიკებს, ზედოზირებას, ასევე სააფთიაქო ნარკომანიის შედეგებს, ინტოქსიკაციას, ჰალუცინაციებს, სუიციდს... ამასთან, ნარკომომხმარებელთა და ნარკოდამოკიდებულთა ასაკმა მკვეთრად დაიწია.

ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა 600 ათასი იყო. პროექტ Трезвая Россия -ს კვლელების თანახმად, რეალურად, ქვეყანაში 5 მილიონამდე ნარკოდამოკიდებულია.

გამოცემის მიერ მომზადებული პუბლიკაცია, რუსეთის სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვის საგანი გახდა:

"ბევრი მათგანი, თუნდაც, პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან იმიტომ ჩამოდის რუსეთში, რომ აქ ნარკოტიკი ხელმისწავდომია. რამდენი გინახავთ, თუნდაც კავკასიური შეხედულების, რომელიც ნარკომომხმარებელია? საგანგაშოა, თუ ასე იზრდება მაჩვენებელი, მართლა საკითხის ასე დანახვა, რომ მხოლოდ რუსები არიან ნარკოდამოკიდებული, არასწორია. ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულებაზე არაფერს ვამბობ, ეს ჩვენი ეროვნული ტკივილია, წლებია და ვერაფერს ვუხერხებთ." - წერს სერგეი მაჩალენკო.

"კატასტროფაა... აქ საუბარია მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულებზე, წარმოგიდგენიათ რა ხდება ამის მიღმა? კოშმარში ვცხოვრობთ. ამიტომაც გარბიან აფხაზეთსა და სხვა ასეთ უკონტროლო ადგილებში ჩვენი გოგო-ბიჭები დასასვენებლად, იქ მძიმე თუ მსუბუქი ნარკოტიკი ადვილად მოიპოვება. მხოლოდ ერთ წელს, ჩემს გარშემო 4 ახალგაზრდა ჩამოასვენეს იქიდან ზედოზირებით." - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი ოლგა სმირნოვა.

"დავიჯერო, რომ პანდემიაა ამაში დამნაშავე?.. უბრალოდ, პროვიცირება მოახდინა, მეტი დრო გამოუჩნდათ, უსაქმურობისთვის, ქუჩაში უქმად ყოფნისთვის. ეს ცუდი ტენდენციაა. თან სახელმწიფო პოლიტიკა წლებია არ იცვლება და ასე, ცალკეულ დონეზე, ვერაფერს შევცვლით. ნარკოპოლიტიკის შეცვლა კი არა, გუბერნატორი არ იცვლება ჩვენთან წლებია..."- მიაჩნია ადგილობრივ ვლად ტარკოვსკის.

მთავარი ფოტო: სააგენტო ТАСС