ავტორი:

ცნობილი ბიზნესლედი მაკა ასათიანის ეტლში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა დაემართა დიზაინერს?

ცნობილი ბიზნესლედი მაკა ასათიანის ეტლში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა დაემართა დიზაინერს?

ცნობილი ბიზნესლედი ფუფა გოგლიძე სოციალურ ქსელში მაკა ასათიანის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ დიზაინერი ეტლით გადაადგილდება და ფეხი თაბაშირში აქვს ჩასმული.

"მაკა კარგადაა, უბრალოდ, სახლში ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი აქვს მოტეხილი, კარგად არის, ჯანმრთელად..." - ამბობს Ambebi.ge-სთან კომენტარში ფუფა გოგლიძე.

მიუხედავად იმისა, რომ მაკა ასათიანი მეორე მეუღლესთან კოტე გოგელიასთან და უმცროს შვილთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს, ის ხშირად ჩამოდის საქართველოში.

აქ იზრდება მისი პირველი შვილიშვილი ლეა ჟორდანია, რომელი უფროსი ვაჟი კახი ჟორდანიასგან ჰყავს. დიზაინერის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია 2017 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლე მოდელი ნანიკო კლდიაშვილია.

მაკა ასათიანი თბილისში სტუმრობისას პერიოდულად სხვადასხვა პოლიტიკოსების გვერდით ჩნდება. შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დიზაინერი სოზარ სუბარს გულშემატკივრობდა და მასთან ერთად ვარკეთილსაც კი სტუმრობდა.

საინტერესოა, ვის მხარეს დადგება მერის არჩევნებზე დიზაინერი, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატად ძმები არველაძეებიდან ერთ-ერთს დააყენებს. მაკა ასათიანი და რეზი არველაძის მეუღლე თეონა თავართქილაძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.