ავტორი:

"კომენტარს ვაძლევდი სახლთან, რა დროსაც მოვარდა მანქანა და კინაღამ ჟურნალისტს ფეხზე გადაურა" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"კომენტარს ვაძლევდი სახლთან, რა დროსაც მოვარდა მანქანა და კინაღამ ჟურნალისტს ფეხზე გადაურა" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მის სახლთან უცნობმა პირმა მანქანით კინაღამ ჟურნალისტს ფეხზე გადაუარა.

ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მედიას კომენტარს აძლევდა.

"კომენტარს ვაძლევდი სახლთან. მთავარი და რუსთავი 2 იყო. მოვარდა მანქანა და კინაღამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს ფეხზე გადაურა, ძალით. გავარდა გინებით და მიიმალა. სავარაუდოთ, უბნის ძველი ბიჭები..

ანუ, ფიზიკურად გადარჩენაზეა უკვე საქმე - ჟურნალისტები და ოპოზიცია ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ ამ არჩევნებზე. ამ ზიზღით სავსე ბანერების გაკვრაც ამას ემსახურება.“სიცოცხლით სავსე უბანი” ხომ კალაძე? ზიზღში უნდათ ეს ქვეყანა გაანადგურონ!" - წერს დეკანოიძე.

ვიდეოს ადგილიდან სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს: