ავტორი:

რას პასუხობს გიორგი გახარია კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი?

რას პასუხობს გიორგი გახარია კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი?

გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია. ეს ყველა ადამიანის, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირის მორალური პასუხისმგებლობაა თავისი მოქალაქეების და მხარდამჭერების წინაშე - მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება მიიღოს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი.

ამასთან, გახარიამ უპასუხა კითხვას წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეს არის გარემო, სადაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირები და „ნაციონალური მოძრაობა“ „შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს“.

"ნებისმიერი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, აქ მრავალწერტილი და "მაგრამ" არ არსებობს. აქ არის ჩვეულებრივი წერტილი. რაც შეეხება ჩვენი პარტიის ხედვას, სამწუხაროდ, ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა, რომ ვხედავთ გარემოს, სადაც „ოცნების“ დღევანდელი ბოსები და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს.

ისინი უკიდურესი ძალადობისკენ მოუწოდებენ მომხრეებს. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ზოგმა ვერ გაიგო რას ნიშნავს, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ნაცმოძრაობა“, დიახ, ის ესთეტიკა ძალადობის, რაზეც უარი არ იყო ნათქვამი, უნდა დავამარცხოთ. მაგრამ „ოცნების“ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ არაკომპეტენტურობა და უსუსურობა, რომელიც ამ პარტიას და დღეს მის ხელმძღვანელობას ახასიათებს. ეს ასაზრდოებს ძალადობას“,- განაცხადა გახარიამ.

"მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები" - ირაკლი ღარიბაშვილი

"გვაქვს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში - 45%... ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას" - ირაკლი ღარიბაშვილი

"უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რომ ინფიცირების რაოდენობა გაორმაგდა" - ირაკლი ღარიბაშვილი