ავტორი:

"ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას წერს" - CNN-ი ლეგენდარული ქართველი მიზანში მსროლელის შესახებ

"ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას წერს" - CNN-ი ლეგენდარული ქართველი მიზანში მსროლელის შესახებ

ლეგენდარული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის შესახებ CNN-ი წერს და მის რეკორდულ მიღწევას უსვამს ხაზს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნინო სალუქვაძე მე-9 ოლიმპიადაში მონაწილეობს და მსგავსი შედეგი, ქალებს შორის, ისტორიაში საუკეთესოა. CNN-ი წერს, რომ ქართველი მიზანში მსროლელი "ოლიმპიადის ისტორიას წერს."

"52 წლის ნინო სალუქვაძე მე-9 ოლიმპიადაზე მონაწილეობს, რაც ქალებს შორის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წელს სეულში შედგა, როდესაც ის საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა და მან მოიგო ოქროს მედალი 25 მეტრის ნიშნულიდან სროლაში, ხოლო 10-მეტრიანი ნიშნულიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მას შემდეგ ის ყველა ოლიპიურ თამაშში მონაწილეობდა. 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კარიერის განმავლოაბში კი სულ 86 მედალი აქვს მოპოვებული“, - წერს CNN-ი.

ცნობისთვის, ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე 10-მეტრიან დისტანციაზე პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა, თუმცა მისთვის ეს გამოსვლა წარმატებული არ აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში 31-ე ადგილს დასჯერდა.

სალუქვაძე 30 ივლისს 25-მეტრიანი დისტანციიდან სროლაში მიიღებს მონაწილეობას.