ავტორი:

თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა - როგორი ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე

თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა - როგორი ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელი ტექნიკური ხარვების გამოა გაჩერებული.

მათივე ინფორმაციით, ზუსტად როდის აღდგება მოძრაობა ამ ეტაპზე უცნობია.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და ხარვეზის გამოსწორებას ცდილობს.

"ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტის ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო მოძრაობა გაჩერებულია. საჭირო გახდა მატარებლის გაჩერება, ადგილზე მობილიზებულია ჯგუფი და მიმდინარეობს ხარვეზის გამოსწორება. საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. ზუსტად როდის აღდგება მოძრაობა, ამ ეტაპზე უცნობია“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

რატომ არ დაუდასტურდა ვაქცინაზე დარეგისტრირებულ ზოგიერთ პირს ჯავშანი? - თამარ გაბუნიას განმარტება

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

"ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს მივყვებით და გავაგრძელებთ" - თამარ გაბუნია