ლონდონში წყალდიდობაა. ძლიერმა წვიმამ ლონდონის ქუჩები დატბორა, რის გამოც მანქანებს გადაადგილება უჭირდათ, ქუჩებში საცობები შეიქმნა, შეფერხდა მეტროს მოძრაობა.
სარდაფებისა და ქუჩების დატბორვასთან დაკავშირებით, რამდენიმე საათში დედაქალაქის სახანძრო ჯგუფმა 300-მდე ზარი მიიღო.
ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან ნალექმა შეიძლება 100 მილიმეტრს მიაღწიოს.
”ტროტუარზე სიარული შეუძლებელია... თქვენ უნდა იაროთ ღრმა წყალში, რომ ავტობუსში მოხვდეთ, ეს არ არის გზა, ეს არხია” - წერს Twitter- ში, უოლთჰემსტოვის გარეუბნის მკვიდრი კრის დათი.
”დავიბადე და გავიზარდე ლონდონში, მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს მინახავს”, - განუცხადა ჟურნალისტებმა ველოსიპედისტმა ედი ელიოტმა. ”ავტობუსები წყალში არიან და ვერ მოძრაობენ”.
საგზაო პოლიცია მძღოლებს მოუწოდებს არ ეცადონ მანქანის ტარებას დატბორილ გზებზე.