ავტორი:

ევროკავშირის, ნატოს და იმ ორგანიზაციების სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, პირი 1000 ლარით დაჯარიმდება

ევროკავშირის, ნატოს და იმ ორგანიზაციების სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, პირი 1000 ლარით დაჯარიმდება

ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვისაც დაეკისრება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.