ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვაქცინაციის პროცესს ეხმიანება და წერს:
"1. აცრა სავალდებულო უნდა იყოს სამედიცინო სფეროში მომუშავეებისთვის, მასწავლებლების, მომსახურე პერსონალისთვის, ვისაც მუდმივი შეხება აქვს ბევრ ადამიანთან-მზარეულები, მიმტანები და ა.შ.
2. სადაა აცრის მხარდამჭერი კამპანია? მე ვერ ვხედავ.
3. პირბადის ტარებაზე და დისტანცირებაზე მოთხოვნები და რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.
4. მოყევით სიმართლე, როგორ ჯოჯოხეთში არიან მომაკვდავი პაციენტები, აჩვენეთ რეალური სურათი, რა ხდება ჯანდაცვის სექტორში. ილუზიები, რომ თუ დამძიმდება პაციენტი, მისი მოვლის რესურსი არსებობს, უკეთესია არავის ჰქონდეს, მეტი აიცრება. კოვიდის გავრცელების აქციებზე გადაბრალება არ უშველის კატასტროფას, რომლის წინაშეც ვდგავართ. უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ოპორტუნიზმს რაიმე საზღვარი ხომ უნდა გააჩნდეს, უზნეობაც აღარაა, ეს დანაშაულია".