50 წლის შემდეგ პირველად, "მილოუკი ბაქსი" NBA-ს ჩემპიონი გახდა და ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა 26 წლის ბერძენმა კალათბურთელმა იანის ანტეტოკუმპომ.
"ბაქსმა" "ფინიქს სანსთან" ორთაბრძოლა 105:98 მოიგო და აქედან ბერძენის ანგარიშზე რეკორდული 50 ქულა, 14 მოხსნა და 5 დაფარებაა.
იანისის შთამბეჭდავ თამაშს და "მილოუკი ბაქსის" ჩემპიონობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, "გოლდენ სტეიტის" რიგებში ორი საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი და ყოფილი "ბაქსელი" ზაზა ფაჩულია:
"24 წლის - MVP
25 წლის - MVP/Defensive player of the year
26 წლის - NBA Champ/Finals MVP
ეს ახალგაზრდა 10 წლის წინ, ათენის ქუჩებში ნივთების გაყიდვით ირჩენდა თავს. დღეს კი ის NBA-ს ჩემპიონია! ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია!" - დაწერა ფაჩულიამ "ფეისბუქზე".
იანის ანტეტოკუმპომ წარმატებისკენ მართლაც რთული გზა გაიარა. იანის ადეტოკუნბო საბერძნეთში, ათენში დაიბადა 1994 წლის 6 დეკემბერს. მისი მშობლები ნიგერიელი ემიგრანტები იყვნენ და იანისის დაბადებამდე სამი წლით ადრე ჩავიდნენ ათენში ლაგოსიდან, სადაც პირველი შვილი ფრანსისი დატოვეს ბებია-ბაბუასთან.
იანისის მშობლებს საბერძნეთში კიდევ სამი ვაჟი ეყოლათ, თუმცა არც ერთ ახალშობილს არ მისცეს ბერძნული მოქალაქეობა ქვეყნის კანონებიდან გამომდინარე. 18 წლამდე ადეტოკუნბოს ქვეყნიდან გასვლაც კი არ შეეძლო, რადგან არც ბერძნული და არც ნიგერიული საბუთები არ ჰქონია, რომელიც მის ვინაობას დაადასტურებდა. განაგრძეთ კითხვა