ავტორი:

თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

თბილისში, დიდუბეში, ბათუმიდან მომავალი მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.