ავტორი:

"ქვეყანაში "დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა" - რამდენად გადამდებია "დელტა +" შტამი: რას აცხადებენ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე

"ქვეყანაში "დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა" - რამდენად გადამდებია "დელტა +" შტამი: რას აცხადებენ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში "დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 40-50% "დელტა“ შტამზე მოდის.

"გვაქვს "დელტა +“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა. რასაც ლუგარში ვუყურებთ ყოველდღიურად, იმის მიხედვით დგინდება, რომ 40-50%-მდე ქვეყანაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა "დელტამ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, "დელტა+“ შტამიც ადვილად ვრცელდება.

"ყველა კორონავირუსის შემთხვევის ნახევარი "დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორის, ე.წ. დელტა+ შტამიცაა დადასტურებული, რომელიც ლუგარში უკვე სეკვენირებითაც დადასტურდა. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტიკა. გვაქვს PCR-ის ნაკრები, რომელიც "დელტასაც“ იჭერს ცალკე, თუმცა, ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. მსოფლიო ბაზაშიცაა ეს მონაცემი უკვე მეორე კვირა ატვირთული, რომ საქართველოში "დელტა +“ შტამი დაფიქსირებულია. ისევე როგორც "დელტა“, "დელტა+“-იც სწრაფად ვრცელდება ანუ ადვილად გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.