მსახიობი სალომე შარვაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ის "ინსტაგრამის" გამომწერებს თავის მდგომარეობას უზიარებს და ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
"როგორც იცით, კოვიდი მესტუმრა, დამიდასტურდა, მას მერე, რაც დამეწყო სიმპტომები. აუცილებლად უნდა გითხრათ, ვინც არ ხართ აცრილები, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ვაქცინას გაიკეთებთ, მთავარია, რომ არ დაინფიცირდეთ... ძალიან მშვიდად ვიყავი განწყობილი, ვფიქრობდი, - რა კარგია, გადავიტან, მოხდილი მექნება, იმუნიტეტი უფრო კარგი მექნება, უსიმპტომობა მიხაროდა, მაგრამ დამიჯერეთ, ასე არ არის. გუშინ იყო მეხუთე დღე და ძალიან ცუდად ვიყავი, მეგონა, რომ ბოლოჯერ ვსუნთქავდი, პანიკას ავყევი, ხელ-ფეხი დამიბუჟდა, ყურები დამიბუგდა, თავის ძლიერი ტკივილი მქონდა. ყველაზე საგანგაშო იყო გულის წასვლის შეგრძნება, რომ ვერ ვგრძნობდი სად ვიყავი, რას ვაკეთებდი... ასეთ მდგომარეობაში ვიყავი და მივხვდი, რომ ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ თავს... ვინც არ ხართ აცრილები ჯერ კიდევ, არც უნდა დაფიქრდეთ, სასწრაფო წესით უნდა გაიკეთოთ აცრა".
სალომე მოყვა იმასაც თუ რატომ ვერ აიცრა დროულად, როგორც ის ამბობს, ერთხელ დარეგისტრირდა, თუმცა ალერგიულობის გამო შესაბამისი კვლევის რეკომენდაცია მისცეს, რაც გადადო და ამასობაში დაინფიცირდა. ამიტომაც ყველას მოუწოდებს, აცრა არ გადადონ.
ჩემთან ერთად ვინც დაინფიცირდა, ვაქცინა არავის ჰქონდა გაკეთებული და ვისაც ჰქონდა, ისინი აცრამ ძალიან კარგად დაიცვა", - ყვება სალომე შარვაძე.