ავტორი:

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა - როგორი ვითარებაა ამ დროისთვის ქალაქში

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა - როგორი ვითარებაა ამ დროისთვის ქალაქში

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ე.წ. ჭაობის და ხოფის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 -მდე ქუჩა დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ნალექის გამო, გადაადგილება განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩაზე უჭირთ. მოსახლეობის თქმით, ცალკეულ ქუჩებზე შეუძლებელია ფეხით გადაადგილება.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, დიდი რაოდენობით წყლის გატარება დროულად ვერ ხდება, რაც ქუჩების დატბორვას იწვევს.

თავის მხრივ, შპს "ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ პრევენციის მიზნით, მობილური ჯგუფები იმ ქუჩებზე გავიდნენ, სადაც ძლიერი წვიმის დროს ტერიტორია ხშირად იტბორება. უწყების ინფორმაციით, წყლის გამტარი მილების აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.