ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. როგორც კლინიკის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ტექნიკური ჯგუფი ადგილზე იმყოფება და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, დატბორვას კლინიკის მუშაობაში ხელი არ შეუშლია.
"უხვი ნალექის გამო, ქალაქის სანიაღვრე არხები გადაიტვირთა, რამაც გამოიწვია რესპუბლიკური საავადმყოფოს 0 სართულზე (ტექნიკურ სივრცეში) სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობას", - აცხადებენ პრესსამსახურში.