Leta 38 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ხარისხიან ავეჯს ჰორეკა ბიზნესისთვის და მისი მთავარი ღირებულება პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობაა და მათთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევაა.
თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარზე „ლეთა“ პოზიციონირდება როგორც ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სკამების, მაგიდების, დივნების, სავარძლების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის კომფორტს რესტორნებისთვის, კაფეებისთვის, სასტუმროებისა და პროექტებისთვის.
„ლეთა“-ს პირველი შოურუმი თბილისი პავილიონში, აღმაშენებლის ხეივანში, #68-ში გაიხსნა. აქ მოსულ სტუმრებს ორი ლიდერი თურქული ბრენდის, „Leta“-ს სკამები, დივნები, სავარძლები, მაგიდები და „Sunset”-ის შემინვები და პერგოლას გადახურვები დახვდებათ.
ორივე კომპანიის საწარმო თურქეთში მდებარეობს და აღჭურვილია ულტრა თანამედროვე, ევროპული ტექნოლოგიური დანადგარების სისტემით, ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტების სერტიფიკატებს. „Leta” და „Sunset”ი მსოფლიო მასშტაბით თანამშრომლობენ ისეთ ცნობილ კომპანიებთან როგორებიცაა „Marriott ჯგუფი“, „Holiday Inn ჯგუფი“, „MADO”, “Big Chefs” და სხვა.
აღსანიშნავია, “Leta”-ს კოცენფცია, რომელიც ასე გამოიყურება:
სიჩქარე
დამკვეთების სურვილების სწრაფი ანალიზით, მინიმალურ ვადაში მზადდება სასურველი პროდუქცია.
გამძლეობა
კომპანია ყოველთვის ზრუნავს, რომ მისი პროდუქტი იყოს შექმნილი გრძელვადიანი გამოყენებისთვის.
ფუნქციურობა
კომფორტი ფუნქციონალურობასთან ერთად „Leta”-ს პროდუქტები გამოირჩევა კომფორტულობის მაღალი ხარისხით.
ესთეტიკა
თითოეული პროექტისთვის უნიკალური მახასიათებლის შექმნით, “Leta”-ს პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა ესთეტიურობით.
შოურუმი ვიზიტორებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 დან 19:00 საათამდე ელოდება.
R