ავტორი:

მოსალოდნელია კვლავ ძლიერი წვიმა, ელჭექი, მდინარეების წყლის დონის მატება - რამდენ ხანს შენარჩუნდება უამინდობა საქართველოში

მოსალოდნელია კვლავ ძლიერი წვიმა, ელჭექი, მდინარეების წყლის დონის მატება - რამდენ ხანს შენარჩუნდება უამინდობა საქართველოში

საქართველოში უამინდობა 29 ივლისამდე შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორამციას გარემოს ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონეების მატება გამოიწვიოს.

“29 ივლისის დილამდე საქართველოში ნარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონეების შემდგომი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.