დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, booking.moh.gov.ge-ზე „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები ამ დროისთვის ამოწურულია, თუმცა, ერთი კვირის განმავლობაში ადგილების მნიშვნელოვანი მატება განხორციელდება.
ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინების დოზების დამატებისთვის მზადება მიმდინარეობს.
„ფაიზერის“ დოზები მუდმივად, ყოველდღიურად ემატება. მზადდება ადგილების მნიშვნელოვანი მატება ერთი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, booking.moh.gov.ge-ზე ამ დროისთვის „ფაიზერის“ არცერთი დოზა განთავსებული არ არის. საიტის მონაცემებით, „სინოვაკის“ 91 706 დოზაა გამოტანილი, „სინოფარმის“ - 106 974 დოზა, ხოლო „ასტრაზენეკას“ – 19 743 დოზა.