ავტორი:

ვინ არის რუსეთში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი. რომელიც კრასნოდარის მხარის "მაყურებლად" მიიჩნევა?

ვინ არის რუსეთში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი. რომელიც კრასნოდარის მხარის "მაყურებლად" მიიჩნევა?

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, კრასნოდარში ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი", 37 წლის დათო ჯანგიძე, იგივე დათო "კრასნოდარსკი" დააკავეს. ქართველ "კანონიერ ქურდს" კრიმინალურ იერარქიაში ყველაზე მაღალი საფეხურის დაკავების გამო კრასნოდარის მხარის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი რუბლი ჯარიმა დააკისრა.

როგორც ცნობილია, ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელიც ამ დრომდე როსტოვის ოლქის მაცხოვრებელია, "კრიმინალური სამყაროს" წევრი 2013 წელს გახდა. ის რომში ერთ-ერთი "სხოდკისას" "მონათლეს". ჯანგიძე მაშინ ყველაზე ახალგაზრდა "კანონიერი ქურდი" იყო, ის 29 წლის გახლდათ. სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ჯანგიძეს კრასნოდარის მხარეში დიდი გავლენა ჰქონდა.

მალე დათო ”კრასნოდარსკიმ”მისი მეორე მეტოქის, არა მურადიანის მოშორებაც შეძლო. 2013 წლის 10 ოქტომბერს მურადიანმა ვინმე რეზო სასაუბროდ მიიწვია, იმან რაღაც იეჭვა და თავისი მეგობრები გააფრთხილა, მათ შორის დათო ”კრასნოდარსკიც”. კაფეში შეხვედრაზე მისულ რეზოს არა მურადიანმა მოსთხოვა, დაერეკა ერთ ქურდთან და ეთქვა, რომ ტარიელ ონიანი და მერაბ ჯანგველაძე" ”ბოზები” იყვნენ.

როდესაც დარეკვაზე რეზომ უარი განაცხადა, მას იქვე ხელები მოსტეხეს, სწორედ ამ დროს კაფეში მეგობრის დასახმარებლად დათო ”კრასნოდარსკი” შევარდა, იატაკზე დავარდნილი მეგობარი ხელში აიყვანა და საავადმყოფოში წაიყვანა, ხოლო მისმა მოკრივე მეგობრებმა არა მურადიანს და მის თანმხლებს ისე სცემეს, რომ მურადიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა... 2013 წელს ის დააკავეს კიდეც, თუმცა მალევე მოახერხა გათავისუფლება.გავრცელებული ინფორმაციით, ის შაქარო კალაშოვის მფარველობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევა.

რუსეთში მიღებული ახალი კანონის მიხედვით, რადან ის კრიმინალურ იერარქიაში ყველაზე მაღალ საფეხურს იკავებს, აღარ არის საჭირო გამოიძიონ, არის თუ არა ის სხვა დანაშაულებებში მონაწილე. სასამართლომ მას ჯარიმასთან ერთად თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა, თუმცა, როგორც ცნობილია, ქართველი "კანონიერი ქურდი" დანაშაულს არ აღიარებს. გააგრძელეთ კითხვა