ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში რუს მიხაილ იგოლნიკოვს ქართველი ლაშა ბექაური ნახევარფინალში დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.
ბექაური ფინალშია, სადაც, ის გერმანელ მეტოქეს დაუპირისპირდება.
ქართველი 90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ამ ძიუდოისტებს შორის ეს მეორე დაპირისპირება იყო. პირველ დაპირისპირებაში გამარჯვება იგოლნიკოვმა მოიპოვა.