ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში მან გერმანელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
ნახევარფინალში ლაშამ რუს მეტოქეს. მიხაილ იგოლნიკოვს სძლია. სწორედ იგოლნიკოვის დამაცხების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ქართველი სპორტსმენების ექიმის ზურაბ კახაბრიშილის ემოციური ფოტო, რომელმაც ბექაურის გამარჯვების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.
ფოტოს სოციალურ ქსელში Georgian Sports Medicine Association ავრცელებს.
"ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ!
ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, რომელიც ლაშა ბექაურის უმძიმეს ტრავმას მოჰყვა!
ზურაბ კახაბრიშვილმა დადო პირობა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა, ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად! ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა სიტყვა შეასრულა!ამ ერთ ფოტოშია გადმოცემული დღევანდელი დღე! მადლობა, ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - ნათქვამია ფოტოზე თანდართულ ტექსტში.