ავტორი:

პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველოს და ქართველი ძიუდოისტის ტრიუმფი - ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი მეტოქე დაამარცხა

პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველოს და ქართველი ძიუდოისტის ტრიუმფი - ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი მეტოქე დაამარცხა

ქართველმა 21 წლის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალში ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა ვაზარით და ავასატე-იპონით აღმოფხვრა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო.

21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.