ავტორი:

როგორ გულშემატკივრობდა ლაშა ბექაურს, ნათლია, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური - ემოციური კადრები სოციალური ქსელიდან

როგორ გულშემატკივრობდა ლაშა ბექაურს, ნათლია, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური - ემოციური კადრები სოციალური ქსელიდან

21 წლის ძიუდოისტი, ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და მან ტოკიოს ოლიმპიურ თამასებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ლაშას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.

სოციალურ ქსელში კი ვრცელდება კადრები თუ როგორ ქომაგობდა მას ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური. აღსანიშნავია, რომ ზურა ლაშა ბექაურის ნათლიაა.

"გილოცავ, ნათლი...შე გულიანო" - წერს ზვიადაური "ფეისბუქში."

ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზურა ზვიადაური სწორედ იმ წონით კატეგორიაში გახდა წლების წინ ოლიმპიური ჩემპიონი, რომელშიც ახლა ლაშა (90კგ). ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა 90 კგ წონით კატეგორიაში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ნახეთ კადრები, როგორ გულშემატკივრობს ლაშა ბექაურს ზურაბ ზვიადაური: