ავტორი:

"მსგავსი მოცულობის ტექსტი, არცერთი სპორტული ტრავმის აღწერაზე არ მინახავს... ურთულესი იყო მდგომარეობა. ლაშა ბექაურს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი" - რას წერს ექიმი ოლიმპიური ჩემპიონის ტრავმაზე

"მსგავსი მოცულობის ტექსტი, არცერთი სპორტული ტრავმის აღწერაზე არ მინახავს... ურთულესი იყო მდგომარეობა. ლაშა ბექაურს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი" - რას წერს ექიმი ოლიმპიური ჩემპიონის ტრავმაზე

21 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს პრიზიორი გახდა. მას არცთუ დიდი ხნის წინ, სერიოზული ტრავმა აწუხებდა, რის თაობაზეც "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული.

"ბაკურიანში ვიყავით შეკრებაზე, ზურა კახაბრიშვილი ჩამოვიდა, გაგვამხნევა, სამედიცინო ინვენტარით მომამარაგა, რჩევები მომცა, ძალოსნების ჯანმრთელობას გაეცნო და იქვე საუბრისას ბექაურზე ჩამოაგდო სიტყვა...

ვთხოვე ბექაურის ტრავმის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნა ეჩვენებინა და როცა დავხედე, კინაღამ გული გადამიტრიალდა. მეცხრე წელია ამ სფეროში ვარ და მე მსგავსი მოცულობის ტექსტი, არცერთი სპორტული ტრავმის აღწერაზე არ მინახავს... უამრავი რამ ეწერა და ურთულესი იყო მდგომარეობა. ლაშა ბექაურს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი და არც მისი მებრძოლი ხასიათი ვიცოდი... თურმე რას შვება მთა, მთის ლაღი, ქართული სული... ვნახე დასკვნა და პირდაპირ ვუთხარი, ზურა, ნუ გარისკავ... მე ვფიქრობ, ჯობს იმკურნალოს და მოემზადოს შემდეგი შეჯიბრებისთვის - მეთქი. ჩემი ხო გჯერაო, - მითხრა ზურა მამობილმა ... დავუქნიე თავი, რა მექნა.

ჰოდა, დღეს პირადად კახაბრიშვილს ვულოცავ ამ გამარჯვებას! მან შეძლო მკურნალობით, რეჟიმით, ინდივიდუალური ვარჯიშებით, ნემსებით, ფიზიოთერაპიებით, კინეზოტეიპირებით, მასაჟით და ა.შ.. რომ ეს შედეგი დაედო... დიახ, ბექაურის ამ შედეგში, სამედიცინო გუნდმა უდიდესი წვლილი შეიტანა და ვულოცავ ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ლაშას მზადებაში იყო ჩართული. ზურა, ოქრო ხარ ! მადლობა, რომ პირობა შეგვისრულე ფოტოზე შენი ემოციაც არ მიკვირს", - წერს გიორგი ჭინჭარაული.