ავტორი:

"სამ კვირაში მოვარჩინეთ..." - რას ამბობს ლაშა ბექაურის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომლის ფოტომ ოლიმპიადიდან სოცქსელი მოიცვა

"სამ კვირაში მოვარჩინეთ..." - რას ამბობს ლაშა ბექაურის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომლის ფოტომ ოლიმპიადიდან სოცქსელი მოიცვა

ახალგაზრდა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, რომელიც დღეს უკვე ოლიმპიური ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც საეჭვო იყო, იასპარეზებდა თუ არა ის ტოკიოს თამაშებზე. ზურაბ კახაბრიშვილმა და მისმა სამედიცინო გუნდმა, სამი კვირის განმავლობაში შეუძლებელი შეძლეს, დღეს კი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

ზურაბ კახაბრიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ექიმს, რეაბილიტოლოგს, თერაპევტსა და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ სამი კვირის განმავლობაში ლაშას მომზადებაში წვლილი შეიტანა.

"ბედნიერი ვარ, რომ ლაშა ბექაურმა პირველი ოქრო მოუტანა საქართველოს დელეგაციას. ბედნიერი ვარ და ვულოცავ მთელ საქართველოს, ქართველ გულშემატკივარს, ლაშას ოჯახს.

მინდა, ცალკე მივულოცო ჩემ ექიმებს, რომლებმაც დაიჯერეს. ერთად დავწერეთ პროგრამა და სამი კვირის განმავლობაში გაკეთდა ის, რაც დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ძიუდოს ექიმები აღიარებენ, რომ სამ კვირაში შეიძლება ადამიანი მოარჩინო, ერთად ყოფნით, ერთად გვერდში დგომით და გახადო ოლიმპიური ჩემპიონი, იმ ტრამვის შემდეგ, რაც მან ჩემპიონატზე ბუდაპეშტში მიიღო.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დავით ასკურავას, ჩემს ახალგაზრდა რეაბილიტოლოგს, ლექსო გულიაშვილს, რომელიც პირადი მწვრთნელია და ყველაფერს აკეთებდა, ყველა კლინიკაში მიყავდა, სადაც ვუწერდი, ყველას მადლობად გადავხუდი, მასაჟისტებს, მთელ დელეგაციას მადლობას ვუხდი ვინც არ მყვას.

დღევანდელი დღის გამარჯვება არის მაგალითი, რომ ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს თუ ერთად ვიქნებით. მინდა წარმატება გისურვო" - აღნიშნა კახაბრიშვილმა.

ზურაბ კახაბრიშვილის ვიდეოკომენტარი სოციალურ ქსელში Georgian Sports Medicine Association გავრცელდა.