"ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, სალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
როგორც სამადაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, დღეს ეს არის "ერთადერთი ჭკვიანური სვლა"
"ენმ-ს რაც შეეხება, ერთადერთი ჭკვიანური სვლა, რაც შეუძლიათ გააკეთონ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერაა. მეგობრულ რჩევად ჩათვალონ ყოფილმა თანაგუნდელებმა, ნუ იქნებიან პრიმიტიულად პროგნოზირებადი", - წერს სალომე სამადაშვილი.
ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.