21 წლის ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი მეტოქე, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ლაშა ნახევარფინალში რუს მეტოქეს დაუპირისპირდა და სწორედ მასთან გამარჯვებით მოიპოვა ფინალის საგზური.
ახალგაზრდა ფალავანი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, სადაც მოიპოვა კიდეც ოლიმპიადის ლიცენზია. პირველი ადგილი დაიკავა 2019 წელსაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში, ასევე გამარჯვება მოიპოვა 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის 2018 წლის გამარჯვებულიცაა.
ლაშა ბექაური სოფელ არხილოსკალოდანაა. 6 წლის ასაკში სწორედ აქ დაიწყო ძიუდოში ვარჯიში. დარბაზი, სადაც არხილოსკალოელები ვარჯიშობდნენ, დღეს დანგრევის პირასა, თუმცა არც თხუთმეტიოდე წლის წინ იყო კეთილმოწყობილი - მეორადი ლეიბებით და ყველანაირი სპორტული ინვენტარის გარეშე.
ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, "პოსტ ფაქტუმთან" ინტერვიუში ლაშამ ბავშვობის წლები გაიხსენა, რომლებიც არც ისე მარტივი იყო:
"გირები და ჰანტელები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში. მანქანის ძველ საბურავებს გამოვიბამდით ქამარზე და ისე დავრბოდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით... ჩემი სახლიდან ამ დარბაზამდე, 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ფეხით დავდიოდით ამ მანძილს, ამხელა გზაზე სიარული პატარა ბავშვისთვის ძალიან ძნელი იყო...განაგრძეთ კითხვა