ავტორი:

Black Sea Arena და მუსიკოსთა პარკი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ ინტერნეტპროექტს "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბავი"

Black Sea Arena და მუსიკოსთა პარკი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ ინტერნეტპროექტს "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბავი"

იყო და არა იყო რა…ყველა ზღაპარი ახალ მოგზაურობას გვპრიდება, მაგრამ მუსიკოსთა პარკის საიდუმლო, ანუ დაუჯერებელი ამბავი, არა მხოლოდ ჯადოსნურ სამყაროში შესავლელი კარია, არამედ ახალი გამოღვიძების დასაწყისიც.

Black Sea Arena და მუსიკოსთა პარკი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ ინტერნეტპროექტს - "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბავი".

6 ეპიზოდისგან შემდგარი პროექტი აერთიანებს რეალითი შოუსა და ფენტეზის ჟანრს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მურმან ჯინორია, მსახიობი და მომღერალი გიგი გეგელაშვილი, ოზურგეთის თეატრის მსახიობები: ანი გოდერძიშვილი, ვახო ჩხარტიშვილი, ანი ბერსენაძე, თამარ მდინარაძე და რაც მთავარია, 12 ბავშვი გურიიდან, რომელთაგან უმეტესობას ამ პროექტში სამსახიობო დებიუტი ჰქონდა.

ისტორია ვითარდება 12 ბავშვისა და მუსიკოსთა პარკის მეგობარი პერსონაჟების გარშემო, რომლებიც ცდილობენ სამყაროში დაკარგული ჰარმონია ერთად აღადგინონ და ამით პლანეტას გადარჩენაში დაეხმარონ. ამ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მათ მინიშნებებისა და გამოცანების ძებნა უწევთ, როგორც მუსიკოსთა პარკის, ასევე დენდროლოგიური, წვერმაღალას, მინიატურებისა და ციცინათელას პარკების ტერიტორიაზე. მათი მთავარი დაბრკოლება კი მხოლოდ დროა - ყველა მინიშნების პოვნა, ციცინათელების ძრავის ამოქმედება და სამყაროში ჰარმონიის დაბრუნება 28 აგვისტომდე უნდა მოასწრონ.

სცენარის ავტორები ლევან გოგორელიანი, თემო მჟავია და კაკი ჭანკურიძე არიან, კოსტიუმების მხატვარი და დეკორატორი კი მელანო ზიბზიბაძეა.

პირველი ეპიზოდის პრემიერა Black Sea Arena-ს ფეისბუქ და იუთუბ გვერდზე 26 ივლისს შედგა და ყოველი შემდეგი ეპიზოდი ორშაბათობით დაიდება. "მუსიკოსთა პარკის საიდუმლო ანუ დაუჯერებელი ამბის" კულმინაცია 28 აგვისტოს მუსიკოსთა პარკშია დაგეგმილი, Black Sea Arena-ს შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი აუდიო-ვიზუალური შოუ სახელად „გამოღვიძება“იქნება.