30 ივლისიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.