ავტორი:

"მინდა, ემიგრანტი ბებია და დეიდა ჩამოვიყვანო საქართველოში" - ლაშა ბექაურის პასუხი კითხვაზე, რაში დახარჯავს მილიონს

"მინდა, ემიგრანტი ბებია და დეიდა ჩამოვიყვანო საქართველოში" - ლაშა ბექაურის პასუხი კითხვაზე, რაში დახარჯავს მილიონს

ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური ამბობს, რომ სურს, ემიგრაციიდან ბებია და დეიდა საქართველოში ჩამოიყვანოს. ამის შესახებ ბექაურმა "ტვ პირველის"ეთერში ტოკიოდან ჩართვისას განაცხადა.

ბექაურს ჰკითხეს, თუ რაში აპირებს იმ მილიონის დახარჯვას, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან მიიღებს.

"ბებიაჩემი და დეიდაჩემი არიან საბერძნეთში, იქ მუშაობენ, ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში. ზოგადად, არ მიფიქრია რას ვუზამ მილიონს.

დედა ყოველთვის ეკლესიაში არის ხოლმე ჩემი შეჯიბრის დღეს, ვერ მიყურებს ხოლმე. ძალიან ნერვიულობდა ახლაც", - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი.

ცნობისთვის ლაშამ საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ის 90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ნახევარფინალში რუსი, ხოლო ფინალში გერმანელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.