"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ "ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირება შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხრიდან არ ყოფილა ვითარების ადეკვატური რეაგირება.
მისი თქმით, როდესაც ქართული საზოგადოება თავად მისცემს ადეკვატურ რეაქციას "ქართული ოცნების“ მოქმედებებს ოქტომბრის არჩევნებზე, საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი იქნება.
"სამწუხაროდ, კვლავ არ იყო პრეზიდენტ მიშელის რეაგირება ვითარების ადეკვატური და ეს განცხადება, მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნებიან საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდამჭერები.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და შემდეგ ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტ მიშელისაც მათ შორის“, - განაცხადა ბოკერიამ.