ამ ხელშეკრულების და მასში შემავალ დემოკრატიული პრინციპების ანულირებით, საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი "ტვიტერში" წერს, რითაც „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმიანება.
მისივე თქმით, ამ პრინციპებისკენ დაბრუნება არასოდეს არაა გვიან.
ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.