მიმდინარე წლის 28 ივლისს მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურს „M ვექტორის“ 2021 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ონლაინ გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მან ახალგაზრდებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორიალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდი „ქართუს“თავმჯდომარენიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის (EPRA)დირექტორი და M ვექტორის დამფუძნებელი მაია მიმინოშვილი, გასული წლის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და KIU-ს ამჟამინდელი სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ2021 წლის კონკურსის მონაწილეები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გამარჯვება მიულოცა პროექტის ფინალისტებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია გააცნო და მომავალ სასწავლო წელს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტურზე მიიწვია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურსი Mვექტორის და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ოლიმპიადების გამარჯვებულებს უნივერსიტეტში სწავლისა და ცხოვრების დაფინანსებას სთავაზობს.
Mვექტორის წლევანდელ კონკურსზე923 მსურველი დარეგისტრირდა, მათგან დასკვნით ეტაპზე123 გადავიდა,საპრიზო ადგილები კი 22-მა მოსწავლემგაინაწილეს. საპრიზო ადგილებზე გავიდნენ ის მონაწილეები, რომლებმაც მაქსიმალური საკონკურსო ქულის (60 ქულის) 70 %-ზე მეტი მიიღეს. კონკურსის 2021 წლის შედეგებია:
I ადგილი - 60 ქულა - 2 გამარჯვებული
ll ადგილი - 54-58 ქულა - 4 გამარჯვებული
lll ადგილი - 43-51 ქულა - 16 გამარჯვებული
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ შემდეგი ჯილდოები/ტექნიკის ვაუჩერი:
I ადგილი - 3 000 ლარი
ll ადგილი - 2 000 ლარი
lll ადგილი - 1 000 ლარი
ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურსის იმ გამარჯვებულებს, რომლებიც გადაწყვეტენ KIU-ში ჩაბარებას, საშუალება ექნებათ ისარგებლონ ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და საცხოვრებელი გრანტებით, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.
კონკურსის შესახებ:
M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორს“ საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა. კონკურსის მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტე და მეთერთმეტე კლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს - მასში მონაწილეობის მიღება უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
კონკურსს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU). პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისსამინისტრო. კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA). კონკურსის შესახებ დეტალები იხ.: www.mvector.ge
R