ავტორი:

"იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ" - კონგრესმენები "ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

"იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ" - კონგრესმენები "ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის , - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილში აცხადებენ, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმიანებიან.

როგორც წერილშია ნათქვამი, მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, გამბედაობა ემატებათ, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და ავრცელებენ კონსპირაციებს.

„სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებულ მიმდინარე გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით და ასევე, როგორც ოპოზიციური პარტიების უარით შეერთებოდნენ შეთანხმებას, ასევე თბილისში პოლიტიკის ზოგადი პოლარიზაციით.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ უკან დაიხიონ, ხელახლა გადააფასონ მათი პრიორიტეტბი და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა - მისი დანგრევისთვის.

მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, გამბედაობა ემატებათ, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და ავრცელებენ კონსპირაციებს. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, - ნათქვამია კონზინგერისა და კონოლის ერთობლივ განცხადებაში.