ავტორი:

"დღეს!" - ღარიბაშვილის პასუხი კითხვაზე, როდის აპირებს პასუხისმგებლობის აღებას 5 ივლისის მოვლენებზე

"დღეს!" - ღარიბაშვილის პასუხი კითხვაზე, როდის აპირებს პასუხისმგებლობის აღებას 5 ივლისის მოვლენებზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის მოვლენების გამო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე მედიის შეკითხვას ერთგვარი ირონიით უპასუხა.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე: როდის აპირებს პრემიერი პასუხისმგებლობის აღებას, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: "დღეს“.

მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნული შეკითხვით ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ დღეს, განათლების მინისტრის 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიების დაწყებამდე მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი 5 ივლისის მოვლენების გამო პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვს.