საქართველოში ხვალ "ფაიზერის“ 168 ათასი დოზა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძემ ისაუბრა "დელტა“ შტამის ცირკულაციაზე ქვეყანაში და აღნიშნა, რომ 40-50% სწორედ "დელტა“ შტამზე მოდის.