+100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ფინალში ის ჩეხეთის წარმომადგენელ ლუკაშ კრპალეკისთან დამარცხდა.
ნახევარფინალში თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა.
შეგახსენებთ, ტურნირის მთავარ ფავორიტს, ფრანგ ტედი რინერს მეოთხედფინალში სწორედ ბაშაევმა აჯობა.
თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ტაჯიკეთის წარმომადგენელ რახიმოვს დამაჯერებლად სძლია. მეოთხედფინალში კი ბრაზილიის ნაკრების წევრი და 2-გზის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა.