ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, აბიტურიენტებისთვის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლას იწყებს. პანდემიის გამო, წელს საზაფხულო სკოლა ონლაინ ფორმატში გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-12 კლასის მოსწავლეებს და იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU, #197) აირჩიეს.
სკოლა მიზნად ისახავს, მე-12 კლასელების და აბიტურიენტების (ანუ KIU-ს მომავალი სტუდენტების) უნივერსიტეტში სწავლისთვის მომზადებას, მათ ხელშეწყობას - ადვილად ადაპტირდნენ ინგლისურენოვან სასწავლო გარემოსთან და სასწავლო პროცესთან.
ბრიტანეთის საბჭოს ზოგადი ინგლისური ენის კურსი (myClass) სამ თვეს გასტანს. მონაწილეს შეუძლია 3 პაკეტიდან (20 კრედიტი/30 კრედიტი/40 კრედიტი) აირჩიოს მისთვის სასურველი ერთ-ერთი პაკეტი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეარჩევს და დააფინანსებს ტოპ ხუთი აბიტურიენტის სწავლის საფასურს. აბიტურიენტებს, რომელთაც სურთ KIU-ს დაფინანსების მიღება, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი აპლიკაცია: https://forms.gle/MAa4qMGNTnT2GwW47
საზაფხულო სკოლაში სწავლის საფასური განსხვავებულია კურსების მიხედვით და ფასი განისაზღვრება 20%-იანი ფასდაკლების შესაბამისად:
კურსის სასწავლო მასალა შედის საფასურში და სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.britishcouncil.ge/english/adults/myclass
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, არა უგვიანეს 2021 წლის 16 აგვისტოსა, შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/MAa4qMGNTnT2GwW47
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ბრიტანეთის საბჭოს შემდეგ იმეილზე: office@ge.britishcouncil.org
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. ამჟამად, KIU-ში სასწავლო პროცესი ხორციელდება 3 ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები. სტუდენტები გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.
უნივერსიტეტის მიზანია, გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხ. www.kiu.edu.ge