ავტორი:

გორში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იქნება

გორში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იქნება

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ცნობისთვის, 31 წლის ხინჩეგაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი იყო. ასევე არის ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 55 კგ წონით კატეგორიაში.