ავტორი:

"მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

"მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ პარტიასთან ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვს, ხოლო გიორგი გახარიასთან თანამშრომლობაზე აცხადებს, რომ "მოღალატესთან არავინ რიგდება“.

ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ქვეყანას სჭირდება, მტერთან გარიგებაც შესაძლებელია, ხოლო მოღალატესთან - არა.

"რაც შეეხება პოტენციურ კოალიციურ პარტნიორობას პარტიებთან - რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არის აბსოლუტურად გამორიცხული. დარწმუნებული ვართ, ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება. აქედან გამომდინარე თეორიულადაც წარმოუდგენელია ასეთი კოალიცია - ისინი ვერ შეიცვლებიან.

რაც შეეხება გახარიას, არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან, აქედან გამომდინარე ეს გამორიცხულია. პოლიტიკაში, თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა“,- განაცხადა კობახიძემ.