ავტორი:

"ოცნების" გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს - ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან" - კრამონი

"ოცნების" გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს - ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან" - კრამონი

"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი ფიქრობს, რომ ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გადახედვა დასჭირდება.

"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს. ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან.

ჭეშმარიტებაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და მისმა უარმა ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, მისცა „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი. საქართველოს ხალხი იმსახურებს პოლიტიკოსებს, ვინც ქვეყნის ინტერესს ყველაფერზე უფრო მაღლა აყენებს. ამიტომაც მე არასდროს არ ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებდი, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმდა და ვალდებულების, რომელიც აიღეს.

ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის სამუშაოა აკონტროლოს მთავრობა და არ დარჩეს პარლამენტს მიღმა. ამ კონტექსტში მომავალი ადგილობრივი არჩევნები გახდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მათ ბრძოლაში სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მკვიდრმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ხმა მისცეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობაში შედის, რომ დარწმუნდეს, ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე წვლილი შეიტანონ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.