იმან, რაც გააკეთა კულტურის მინისტრმა, ჩვენც ძალიან გაგვაოცა, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის საკითხს.
მისივე თქმით, ეს არ ახასიათებს დემორკატიულ სახელმწიფოებს.
"მე ჩემი განცხადება მედიის სოლიდარობით დავიწყე, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმაც უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. ეს ნამდვილად ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება მინისტრმა ჟურნალისტს ხელიდან გამოგლიჯოს, მაგრამ ჟურნალსიტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება დაიცვან. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მასმედიის თავისუფლება ამ ქვეყანაში შეტევის ქვეშ აღმოჩნდა,“ - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში თეა წულუკინმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.