ავტორი:

"ბოლი" დაარქვით თუ "კვამლი", მისი გამოჩენით პულსი ძლივსღა გესინჯებათ... იბზუეთ ახლა" - როგორ პასუხობენ გახარიას პარტიაში კობახიძეს

"ბოლი" დაარქვით თუ "კვამლი", მისი გამოჩენით პულსი ძლივსღა გესინჯებათ... იბზუეთ ახლა" - როგორ პასუხობენ გახარიას პარტიაში კობახიძეს

პარტია "საქართველოსთვის" წევრი რუსუდან ცერცვაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს, სადაც მან თქვა, რომ გიორგი გახარიას გუნდში "ბოლს" ეძახდნენ.

"ბოლი" დაარქვით თუ "კვამლი", მისი გამოჩენით ახალ გუნდთან ერთად, პულსი ძლივსღა გესინჯებათ, ირაკლი, და იბზუეთ ახლა პარტიაში რამდენიც გინდათ", - წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

მისი პოსტის ქვეშ კომენტარს წერს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახა ქემოკლიძეც:

"მგონი, ამ საღამოს შემდეგ 1-2% კიდევ მოგვემატა".

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ გუნდის შინგით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო ბოლი.

მისი თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაური ხშირად იტყუებოდა:

„სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.

მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.