ავტორი:

"ბოლოს მაშინ დარეკა, როცა თავს ესხმოდნენ და ის ყვიროდა..." - რას წერენ მეგობრები თბილისში დაკარგულ ავსტრიელ გოგონაზე

"ბოლოს მაშინ დარეკა, როცა თავს ესხმოდნენ და ის ყვიროდა..." - რას წერენ მეგობრები თბილისში დაკარგულ ავსტრიელ გოგონაზე

თბილისში დაკარგულ ავსტრიელ გოგონას შანა ბრუკს ეძებენ. ინფორმაციას "ფეისბუქის" ჯგუფში Expats in Tbilisi მისი მეგობარი Nina Lulla ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გოგონა სალაშქროდ წავიდა და მისი კვალი გუშინდელი დღიდან იკარგება.

"SOS დაგვეხმარეთ, დაგვეხმარეთ დაკარგულის მოძებნაში. ჩვენი მეგობარი შანა ბრუკი პარასკევს, დღის მეორე ნახევრიდან დაკარგულია მას შემდეგ, რაც სალაშქროდ მთაწმინდის ტერიტორიაზე იყო.

ბოლოს მაშინ დარეკა, როცა თავს ესხმოდნენ და ის ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი გაგვიგია. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია ჩაერთო, მაგრამ უფრო წარმატებით მოვძებნით თუ უფრო მეტი თქვენგანი შემოგვიერთდება.

შაბათს, 31 ივლისს დილის 7:00 საათიდან. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემოგვიერთდეთ. გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე - 599296232“ - წერს გოგონა სოციალურ ქსელში.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონას სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მაშველია ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, ძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.